ღარიბაშვილი მხოლოდ კანონიერ მოსმენებს აღიარებს - პროკურატურა ორი დღეა დუმს

გამოქვეყნდა:

2 დღე სკანდალური მტკიცებულებების გასაჯაროებიდან და პროკურატურის დუმილი - შოთაძის უწყება არ აპირებს იმ დანაშაულის გამოძიებას, რომლის კვალი პირდაპირ ოლიგარქთან მიდის.

დაბნეულია მმართველი გუნდიც. გამოუვალ მდგომარეობაში არიან ლიდერები, რომელთა ფაილები ასევე ინახება სუს-ში და იძულებული არიან გაამართლონ უსაფრთხოების სამსახურის საფრთხის შემცველი ე.წ საქმიანობა.

ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ, დღეს ალაპარაკდა პრემიერმინისტრი, რომელიც მოსმენებს არ უარყოფს, თუმცა ცდილობს დაგვარწმუნოს რომ ყველაფერი კანონიერია.

ღარიბაშვილი ვერ ხედავს გამოძიების დაწყების აუცილებლობას, რითაც ირიბად ადასტურებს რომ ამ საქმის გახსნა ხელისუფლების ინტერესებს სცდება. 

ამავე თემაზე:

სკანდალური ჩანაწერები "მთავარ აქცენტებში" | როგორ ამზადებდა სუს-ი პირადი ცხოვრების ანგარიშებს ივანიშვილისთვის
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი