გამოძიებამ უნდა გაგვცეს პასუხი, რატომ იცის ვინმე გოგა ხაინდრავამ სუს-ის გამოძიებაზე - ნიკა გვარამია კრებსებზე

გამოქვეყნდა:

მოვითხოვთ პასუხებს შესაბამისი უწყებებისგან, საიდან იცოდნენ ამ ადამიანებმა ეს ყველაფერი - აცხადებს "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია წულუკიანი-ხაინდრავას ჩანაწერებთან დაკავშირებით.

საუბარია სუს-ის ფარულ კრებსებზე, რომელიც "მთავარ აქცენტებში" ნიკა გვარამიამ გაასაჯაროვა და საიდანაც დგინდება, რომ უსაფრთხოების სამსახური უსმენს და უთვალთვალებს ყველას - პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს, ბიზნესმენებს, სასულიერო პირებს.

უფრო კონკრეტულად კი ერთ-ერთი ჩანაწერი სწორედ გოგა ხაინდრავასა და თეა წულუკიანისაა, რომელიც იმ პერიოდში იუსტიციის მინისტრის თანამდებობას იკავებდა და საუბარია კადიროვის დაკვეთით, გიორგი გაბუნიას მკვლელობის მომზადებაზე:

ნიკა გვარამია ამბობს, რომ სუს-ის ანტიტერორისტულ გამოძიებაზე წესით ინფორმაცია არც იუსტიციის მინისტრს უნდა ჰქონოდა და მითუმეტეს - არც რეჟისორ ხაინდრავას:

გამოძიებამ უნდა გაგვცეს პასუხი, რატომ იცის ვინმე გოგა ხაინდრავამ რა ხდება საერთოდ.

და ჩანს კრებსიდან -  რომ, იცის მთელი წინაპერიოდის განმავლობაში სუს-ში რა გამოძიება მიმდინარეობს გიორგი გაბუნიაზე მომზადებული თავდასხმის შესახებ. მეტსაც გეტყვით, იუსტიციის მინისტრმა რატომ უნდა იცოდეს, ან საიდან უნდა იცოდეს სუს-ში რა გამოძიება მიმდინარეობს? ანტიტერორისტულ გამოძიებაზე ვლაპარაკობთ.

იმას რომ განიხილავენ, ვინ ვის დაასწრო თქმა, გაბუნია გაბრაზდა თუ არა საკმარისად ჩემზე, ტელევიზიიდან წავა თუ არ წავა და დამაჯერებელი იქნება თუ არა ვერსია, რომ მე ვამზადებდი მკვლელობას, ჩვენ ეს ყველაფერი გვაჩვენეს, რომ ჩვენ აბსოლუტურად არანორმალური, დაცურებული სადისტები გყვავს ხელისუფლებაში" - ამბობს ნიკა გვარამია.

ამავე თემაზე:

გოგა ხაინდრავასა და თეა წულუკიანის საუბარი ნიკა გვარამიასა და გიორგი გაბუნიაზე | სუს-ის საიდუმლო ჩანაწერები
 

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი