კორონავირუსმა უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტიდან, 2019 წლის სექტემბერში გაჟონა - კონგრესმენები

გამოქვეყნდა:

კორონავირუსმა უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტიდან, 2019 წლის სექტემბერში გაჟონა - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "როიტერი" რესპუბლიკელი კონგრესმენების მიერ შემუშავებულ ანგარიშზე დაყრდნობით ავრცელებს.

ანგარიშით ირკვევა, რომ ვირუსოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერები კორონავირუსისების მოდიფიცირებაზე იმ დროს მუშაობდნენ, როდესაც ინსტიტუტის  შენობაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, რაც  ვირუსის გაჟონვის მიზეზი გახდა.  

კონგრესმენები ეპიდემიის გავრცელების ირგვლივ არსებული პასუხგაუცემელი შეკითხვების გამო საერთაშორისო საზოგადოებას და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ჩინეთის მთავრობასთან მოლაპარაკებებისა და დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებისაკან მოუწოდებენ.

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი