5 ივლისს სასტიკად ნაცემი "ტვ პირველის" ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა მსოფლიოში ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის აგვისტოს სიის ათეულში მოხვდა - ამის შესახებ გამოცემა "დოიჩე ველე" წერს

კოალიცია "ერთიანი თავისუფალი პრესისთვის" ყოველთვიურად ყურადღებას ამახვილებს ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულზე. აგვისტოს სიაში მოხვდა ბოლოდროინდელი შემთხვევები, როცა ფოტოგრაფები, ვიდეოჟურნალისტები და რეჟისორები სამიზნეები მათი საქმიანობის გამო გახდნენ.

"დოიჩე ველეს" მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ლექსო ლაშქარავაზე წერია, რომ ”ტვ პირველის” ოპერატორი თბილისში მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც ლგბტ თემის წინააღმდეგ გამართული აქციაზე მუშაობის პროცესში ტვინის შერყევა მიიღო და სახის ძვლები ჩაუმსხვრიეს, ამის შემდეგ მას ოპერაცია დასჭირდა. პოლიციამ მისი სიკვდილის ფაქტზე საქმე აღძრა.

სტატიაში, ასევე საუბარია, ჟურნალისტების ცემისა და თავდასხმაზე ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ლიბია, ეგვიპტე, თურქეთი, ირანი, ავღანეთი და სხვა.

ცნობისთვის, 5 ივლისს თბილისში ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფის წარმომადგენლებმა "თბილისი პრაიდის" წინააღმდეგ აქცია გამართეს. ისინი ხელისუფლებისა და საპატრიარქოს მიერ იყვნენ წახალისებულები, აღსანიშნავია ისიც, რომ სასულიერო პირები აქციას ესწრებოდნენ და მათი მხრიდან ძალადობისკენ მოწოდებებიც ისმოდა. 

ამ დღეს არაერთი მედიის წარმომადგენელს დაესხნენ თავს, დაზარალდა მინიმუმ 53 ჟურნალისტი, სცადეს "სირცხვილიას" ოფისის დარბევა, შეიჭნენ "თბილისი პრაიდის" ოფისშიც. 5 ივლისს ნაცემი ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს ბინაში გარდაცვლილი ნაცეს. 

მომხდარზე გამოძიება ამ დრომდე მიმიდნარეობს, თუმცა დაკავებული არცერთი ორგანიზატორი არაა.

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი