
ბოლო 24 საათის განმავლობაში, მსოფლიოში კოვიდ 19-ის რეკორდული რაოდენობა - 106 ათასი შემთხვევა დაფიქსირდა.
მათი უმეტესობა აშშ-ში, ინდოეთში, რუსეთსა და ბრაზილიაში გამოვლინდა.
ამ დროისათვის, მსოფლიოს 210 ქვეყანაში, კორონავირუსით ინფიცირების ხუთი მილიონ 100 ათასამდე ფაქტია დადასტურებული. 330 ათასამდე ადამიანი კი გარდაიცვალა.
კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა ჩინეთში, 2019 წლის დეკემბერში დაფიქსირდა.