ბელგია საქართველოს Astrazeneca-ს ვაქცინას ჩუქნის

გამოქვეყნდა:


ბელგია კოვაქსის პლატფორმის საშუალებით მესამე სამყაროს ქვეყნებს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებს გადასცემს - ამის შესახებ ინფორმაციას ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

საუბარია "ასტრაზნეკას" ვაქცინაზე. თავდაპირველად, ასტრაზენეკას ვაქცინების 168,000 დოზა გაიგზავნება უკრაინაში. ამის შემდეგ კი ვაქცინის 225,600 დოზა კოსოვოს, სომხეთისა და საქართველოსაც გადაეცემა.

ცნობისთვის, Covax– ის მიზანია 2022 წლის ბოლომდე უზრუნველყოს  1,8 მილიარდი დოზის მიწოდებას დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებისთვის. დღეისათვის 179 მილიონი დოზა იქნა მიწოდებული კოვაქსის მიერ 138 ქვეყანაში. საერთო ჯამში დაბალშემოსავლიან ქვეყნებში მიტანილი ვაქცინების 66% კოვაქსის საშუალებით არის მიწოდებული.

ბელგიამ ვაქცინების გადასაცემად უპირატესობა დასავლეთ ბალკანეთის, აღმოსავლეთ სამეზობლოსა და სამხრეთ ევროპის ქვეყნებს, ასევე აფრიკას მიანიჭა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი