„ევროპული საქართველო" ვაქცინაციის კამპანიას იწყებს, რომელიც მოქალაქეებს ვაქცინაზე რეგისტრაციაში დაეხმარება

გამოქვეყნდა:

„მოქალაქეებს , ვისაც  რეგისტრაციის პრობლემა აქვთ შეუძლიათ დარეკონ ცხელ ხაზზე, ასევე ევროპული საქართველოს  რაიონული ორგანიზაციები ადგილებზე დაეხმარებიან ადამიანებს და დაარეგისტრირებენ აცრაზე“ - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს ბრიფინგზე განუცხადა. 

„ევროპული საქართველო" ვაქცინაციის კამპანიას იწყებს, რომელიც მოქალაქეებს ვაქცინაზე რეგისტრაციაში დაეხმარება

ჩვენ ვიწყებთ კამპანიას ყველგან, სადაც ხელი მიგვიწვდება ჩვენი მასშტაბით, ჩვენი რეგიონული ოფისების მეშვეობით, რომ ყველა ჩვენს გარშემო მოქალაქეს აქტიურად ავუხსნათ რატომ არის აუცილებელი ვაქცინიზაცია, რომ ის მითები და კონტრკამპანია, ნიაღვარი არის სრული სიცრუე საფრთხეების და მავნებლობის შესახებ, მეორე ჩვენს საზოგადოებაში არიან მოქალაქეები და ეს არ არის მცირე ჯგუფი, რომელსაც არ მიუწვდება ონლაინ კომპიუტერთან ხელი, შესაძლებელია არ აქვს ამის ცოდნა ან საშუალება, ამისთვის ვაცხადებთ ცხელ ხაზს, ჩვენ არ გვაქვს ილუზია, რომ „ევროპული საქართველო“ ან, რომელიმე ჯგუფი ცალკე აღებული გადაწყვეტს ამ პრობლემას, ამას ნორმალური მთავრობა სჭირდება მაგრამ წვლილი უნდა შევიტანოთ ამ საქმეში და განგაშის ზარი უნდა იყოს ჩვენს გარშემო ყველგან ვისაც აქვს ეს აბსოლუტურად უსაფუძვლო ილუზია, რომ აცრის გაკეთება არ არის საჭირო“- განაცხადა ბოკერიამ

„ევროპული საქართველოს“ წევრის, ვახტანგ კალოიანის თქმით, 5 აგვისტოდან, 10:00-დან 22:00 საათამდე, პარტიის ცხელი ხაზი 800 222 იმუშავებს, რომელიც მოქალაქეებს ვაქცინაზე რეგისტრაციაში დაეხმარება.

"პანდემია უდიდესი გამოწვევაა, ერთადერთი დაცვა მისგან არის ვაქცინაცია, რომლის ტექნიკური და ფიზიკური ხელმისაწვდომობა სამწუხაროდ ხელისუფლებამ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა, ევროპული საქართველო მისი რეგიონალური ოფისების, მხარდამჭერების, აქტივისტების საშუალებით  ყველანაირად, არამარტო ცხელი ხაზით, არამედ ფიზიკურად ხელს შეუწყობს მოქალაქეებს, რათა იოლად მიაღწიონ ვაქცინამდე, შეძლონ აცრა, რა თქმა უნდა მხოლოდ არგუმენტით და დარწმუნების გზით, ყოველგვარი ვალდებულების გარეშე იმ მოქალაქეებს, რომლებიც ვერ შეძლებენ სხვადასხვა მიზეზით ვაქცინაციას მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ, რომ ძალიან ხშირად გაიკეთონ ტესტირება, რათა ამით მაინც თავი დაიცვან და დაიცვან მისი ახლობლები.“ - განაცხადა კალოიანმა

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი