დაასრულეთ უზენაესი სასამართლოსა და პროკურატურის რეფორმა - ევროკომისიის ანგარიში

გამოქვეყნდა:

ევროკომისიამ გამოაქვეყნა უვიზო რეჟიმის მონიტორინგის შესახებ ანგარიშში, რომელშიც საქართველოზეცაა საუბარი და რომელიც ევროპარლამენტსა და ევროპულ საბჭოს წარედგინება.

ევროკომისია აფასებს საქართველოს მიერ უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შესრულებას და აღნიშნავს, რომ საერთო ჯამში, საქართველო აგრძელებს ვიზალიბერალიზაციის სტანდარტების შესრულებას და მიიღო ზომები კომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად. მიხუედავად ამისა ანგარიშში აღნიშნლია, რომ რჩება საკითხები, რომელთა მოსაგვარებლად შემდგომი ძალისხმევაა საჭირო.

კომისია საქართველოს რამდენიმე რეკომენდაციას აძლევს:

  • გააგრძელეთ წევრ სახელმწიფოებში თავშესაფრის ძიების უსაფუძვლო განაცხადების საკითხის მოგვარება; მოარგეთ სავიზო რეჟიმის შესახებ საინფორმაციო კამპანიები მიგრანტების შესაბამის პროფილებს, მათ შორის მოწყვლად (დაუცველ) ჯგუფებთან, დარჩენის ვადის გადამეტებისა და თავშესაფრის უსაფუძვლო განაცხადებთან მიმართებაში;
  • გაზარდეთ/გააუმჯობესეთ ანტიკორუფციული ინსტიტუტებისა და სამართალდამცავი ორგანოების ეფექტურობის მაღალი დონის კორუფციის შემთხვევების უკეთ მოგვარების მიზნით; დარწმუნდით, რომ  ყველა ასეთი შემთხვევა გამოძიებულია.
  • დაასრულეთ უზენაესი სასამართლოს რეფორმა, მოსამართლეთა შერჩევის იმ პროცედურის შემოღებით, რომელიც სრულად შეესაბამება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს და ევროპულ სტანდარტებს;
  • დაასრულეთ პროკურატურის რეფორმა, მათ შორის, გამომძიებლებისა და პროკურორების ფუნქციების გამიჯვნით;
  • დაასრულეთ ფინანსური დაზვერვის სამსახურის ოპერატიული განვითარება იმის უზრუნველყოფით, რომ (ა) მას შეეძლება მიიღოს საჭირო ინფორმაცია მომხსენებელი უწყებისგან და (ბ) ჰქონდეს სრული, დროული წვდომა საჭირო ფინანსური, ადმინისტრაციული და სამართალდამცავი ორგანოების ინფორმაციაზე მისი ფუნქციების სათანადოდ შესასრულებლად;
  • გააგრძელეთ ორგანიზებული დანაშაულის პრევენციისა და წინააღმდეგ ბრძოლა. კერძოდ, უკანონო საქმიანობიდან შემოსავლების გათეთრების წინააღმდეგ; გააგრძელეთ ძალისხმევა ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან სრულ თანხვედრაში მოსაყვანად ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსებასთან დაკავშირებით.
  • უზრუნველყავით საქართველოს სავიზო პოლიტიკის შემდგომი შესაბამისობა ვიზით მოსარგებლე მესამე ქვეყნების ევროკავშირის სიებთან. კერძოდ, იმ მესამე ქვეყნებთან მიმართებაში, რომლებშიც არალეგალური მიგრაციაა ან წარმოადგენენ რისკს ევროკავშირისთვის.

ცნობისთვის, საქართველო ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით 2017 წლის მარტიდან სარგებლობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი