გაერთიანებულ სამეფოში საერთაშორისო სამგზავრო მიმოსვლის რეჟიმი იცვლება. ბრიტანეთის გადაწყვეტილებით 2021 წლის 8 აგვისტოდან საქართველო გაერთიანებული სამეფოს ე.წ. წითელ სიაში გადაინაცვლებს.
საქართველოსთან ერთად ამ სიაში მოხვდნენ: მაიოტა, მექსიკა და რეუნიონი.
გარდა ამისა, ცვლილებების მიხედვით ბრიტანეთში საფრანგეთიდან ჩასულებს კარანტინის გავლა აღარ დასჭირდებთ, თუ ისინი სრულად იქნებიან ვაქცინირებულები.
სამოგზაუროდ მწვანე სიას კი დაემატებიან - ავსტრია, გერმანია, სლოვენია, სლოვაკეთი, ლატვია, რუმინეთი და ნორვეგია.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 3 670 ახალი შემთხვევა
გამოვლინდა, 2 626 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 38 გარდაიცვალა.