ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, სამშაბათს საკოორდინაციო საბჭო რეკომენდაციების გამკაცრებასთან დაკავშირებით იმსჯელებს. მისი თქმით, მნიშვნელობა არ აქვს რა ტიპის სოციალური ღონისძიება ტარდება და რა მიზეზით, მნიშვნელოვანია პირბადის ტარება და დამსწრეთა რაოდენობა დაცული იყოს.
"ეს რეკომენდაცია არის არა მხოლოდ საზოგადოებისთვის, არამედ არის წარდგენილი საბჭოსთვის, სამშაბათს საბჭოზე დამატებით მოხდება მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ რა გამკაცრების ღონისძიებები იქნება მიღებული", - თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.
მინისტრმა აღნიშნა, რომ აქტიურად მუშაობენ სასტუმრო ოთახების მობილიზებაზეც.
ცნობისთვის, გუშინ ზუგდიდში ადგილობრივი ხელისუფლების ორგანიზებით კონცერტი ჩატარდა. ხალხმრავლობა იყო გუშინ ბათუმის სტადიონზე, სადაც დამსწრეთა უმეტესობას პირბადე საერთოდ არ ეკეთა.