ურეკში, პოლიციელების ცემისთვის დაკავებულები გაათავისუფლეს | რა კავშირშია საქმესთან ივანიშვილის ძმა

გამოქვეყნდა:

ურეკში პოლიციის შენობაში შეჭრისა და ქონების დაზიანების ბრალებით დაკავებული 13-ივე მოქალაქე თავისუფალია. სასამართლომ მათ პატიმრობა გირაოთი შეუცვალა. დაკავებულთა გათავისუფლებას მათი 
ახლობლები თვენახევრის განმავლობაში საპროტესტო აქციებით ითხოვდნენ.

13 პირი საპატირმოში კი მას შემდეგ მოხვდა, რაც ურეკში სამართალდამცველებთან მომხდარი შეალპარაკების შემდეგ ერთ-ერთი ადგილობრივი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. მის დასახსნელად მეგობრები შენობაში შეიჭრნენ და ის ძალით გაათავისუფლეს. 

ადგილობრივების ინფორმაციით, საქმეში ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის ძმაა გარეული. ამბობენ, რომ ერთ-ერთი დაკავებულის ოჯახის წევრმა დახმარებისთვის სწორედ ადიკო ივანიშვილს მიმართა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი