ვგმობთ რუსეთის ომს საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც 2008 წლის 7 აგვისტოს დაიწყო - უკრაინის გენშტაბი

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალები 2008 წლის აგვისტოს ომიდან 13 წლისთავზე სოლიდარობას უცხადებს საქართველოს - წერია უკრაინის გენერალური შტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

წერილში აღნიშნულია, რომ რუსეთის ქმედება 2008 წლის აგვისტოში იყო კრემლის რეჟიმიდან წამოსული "მოღალატეობრივი და სისხლიანი რუსული სამხედრო აგრესია". 

„უკრაინის შეიარაღებული ძალები გმობენ რუსეთის ფედერაციის ომს საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც 2008 წლის 7 აგვისტოს დაიწყო, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში / სამხრეთ ოსეთში საქართველოს სუვერენული ტერიტორიების მიმდინარე უკანონო ოკუპაციას, ასევე რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ნაბიჯებს, რომელიც მიმართულია ამ რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისკენ.

2008 წელს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის გაყინვით რუსი აგრესორის დამშვიდების მცდელობამ გამოიწვია რუსეთის ფედერაციისა და მისი საოკუპაციო ძალების პირდაპირი შეიარაღებული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ 2014 წლის თებერვლიდან.

რუსეთის მიერ შეჭრა და საქართველოს 20%-ის ოკუპაცია არის გაეროს წესდების, ჰელსინკის აქტის, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური წესებისა და პრინციპების უხეში დარღვევა.

ამ დღეებში, საქართველოს შეიარაღებულ ძალებთან ერთად, ჩვენ ვგლოვობთ ომში დაღუპულებს, პატივს მივაგებთ მათ და მთელ ქართველ ხალხთან ვიზიარებთ გამოუსწორებელი დანაკარგებით მიყენებულ ტკივილს", ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის გენშტაბის განცხადებაში ხაზგასმული, რომ "რუსეთი არის მტერი, რომელთანაც საჭიროა ერთობლივი ძალებით ბრძოლა".

წერილში ასევე, წერია, რომ რუს აგრესორთან ბრძოლისას მხოლოდ ურყევ ტრანსატლანტიკურ ერთიანობასა და სოლიდარობას შეუძლია, დაუბრუნოს მშვიდობა და უსაფრთხოება საქართველოსა და უკრაინას.  

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი