რუსეთი ოკუპანტია, რუსეთი კლავს, ომი რუსეთმა დაიწყო!
რუსული რეგულარული არმიის მიერ დაბომბილი და მიწასთან გასწორებული ქალაქები და სოფლები, ოკუპირებული ტერიტორიები, საკუთარ ქვეუყანაში დევნილად ქცეული მოქალაქეები, დაობლებული ბავშვები, შვილმკვადრი დედები, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დასაცავად დარუპული გმირები - 13 წელი კრემლის სამხედრო ინტერვენციიდან.
ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის ყველაზე მძიმე და სასტიკი 5 დღე. ომი რომელიც 7 აგვისტოს, რუსეთის შეიარაღებული ძალების ჩვენს ტერიტორიაზე შემოჭრით დაიწყო და "ქართული ოცნება", რომელიც სამხედრო აგრესიას ისევ საკუთარ ქვეყანას აბრალებს. "ოცნება", რომლიც მხოლოდ პუტინის რუსეთის კომფორტზე ზრუნავს.
პრემეირი, რომელიც ტერიოტრიული მთლიანობისთვის ბრძოლას ანტისახელწიფოებრივ პროვოკაციას უწოდებს, რომელსაც არ მოსწონს ოკუპაციაზე საუბარი, გაურბის კითხვებს და აგრესიას ომში დაღუპულთა საფლავზე მისულიც კი ვერ მალავს.
იხილეთ ასევე: