გარდაბანში, მდინარე მტკვარში 16 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ცხედარი ამ დროისთვის პროზექტურაშია გადასვენებული.

ბიჭს მაშველები 3 დღის განმავლობაში ეძებდნენ. 

"ცხედარი ამოსვენებულია და ოჯახის წევრების მხრიდან იდენტიფიცირებულია. ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახური იმყოფებოდა.

საძიებო-სამაშველო ღონისძიებაში 35 მეხანძრე მაშველი, 3 მყვინთავი, საფრენი აპარატი დრონი, მცურავი საშუალებები და ფსკერის სკანირების სპეციალური ხელსაწყო „ექოლოტი“ მონაწილეობდა", - წერია უწყების განცხადებაში.

7 აგვისტოს ბიჭი მეგობრებთან ერთად სათევზაოდ იმყოფებოდა, მდინარეში შევიდა და სავარაუდოდ დინებამ წაიღო. სამძებრო ოპერაციაში მყვინთავებიც ჩაერთნენ, თუმცა 16 წლის ბიჭის კვალს ამ წუთამდე ვერავინ მიაგნო.

როგორც საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში "მთავარი არხის" ვებგვერდს უთხრეს, სამძებრო სამუშაოებში ჩართულია 30-მდე მაშველი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი