"ჩვენი ამოცანა უნდა იყოს კოვიდუსაფრთხო არჩევნების ჩატარება - ჩვენ შეგვიძლია განსაკუთრებული, მაღალი სტანდარტი ვაჩვენოთ, ერთის მხრივ ჩავატაროთ თავისუფალი, გამჭვირვალე არჩევნები, მეორეს მხრივ ეს უნდა იყოს კოვიდუსაფრთხო არჩევნები. რაც გულისხმობს იმას, რომ ცესკოს კომისიის ყველა წევრი იყოს აცრილი, ჩვენი კანდიდატები და სხვა პარტიების კანდიდატებს მინდა მოვუწოდო და ვთხოვო ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში, იმისთვის, რომ უსაფრთხოდ ჩავატაროთ საარჩევნო კამპანია.
და კიდევ ერთი, ვინაიდან ახლა იწყება შეხვედრები მოსახლეობასთან, მინდა ერთი მხრივ ჩვენს კანდიდატებს ვთხოვო, მივმართო რეკომენდაციით, ყველამ ვატაროთ პირბადე მაშინ როცა მათ ექნებათ შეხვედრები მოსახლეობასთან და მეორეს მხრივ, ჩვენ ამომრჩეველს მინდა ვთხოვო, მათაც ატარონ აღნიშნულ შეხვედრებზე პირბადე".
თქვა პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.