ხუციშვილი ამბობს, რომ "ოცნების" რეიტინგი შემცირებული ნამდვილად არაა

გამოქვეყნდა:

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის თქმით, "ქართული ოცნების" რეიტინგი შემცირებული არაა და პრემიერის მიერ, საჯარო მოხელეებისთვის ხელფასების ზრდის დაპირება არჩევნებს არ უკავშირდება. ამ თემაზე მან ჟურნალისტის კითხვას მთავრობის ბრიფინგზე ისაუბრა.

"მე არ ვიცი თქვენ საიდან იცით, რომ ოცნების რეიტინგი არის შემცირებული, ეს ასე ნამდვილად არ არის. რაც შეეხება რატომ ახლა - ეს იმიტომ ხდება ახლა სწორედ, რომ ახლა ვიწყებთ ახალი ბიუჯეტის პროექტზე მუშაობას, შესაბამისად, ყველა ის საკითხი, რომელიც იქნება საბოლოო ჯამში შეთანხმებული და მიღებული, რა თქმა უნდა, ეს უნდა იქნას შესაბამისად გამყრებული საბიუჯეტო დაფინანსებით", - თქვა ლაშა ხუციშვილმა. 

მინისტრის თქმით, ეს პრობლემა აქტუალური შარშანაც იყო, თუმცა მაშინ ქვეყანას სხვა პრობლემები ჰქონდა და სამსახურების უმეტესობა დისტანციურ რეჟიმზე იყო გადასული.

ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი