აშშ-ს შეიარაღებულ ძალებში ვაქცინაცია სავალდებულო ხდება - გადაწყვეტილება პენტაგონმა მიიღო. განკარგულება ძალაში 15 სექტემბრიდან შევა.
თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის ამ გადაწყვეტილებას მხარს უჭერს ქვეყნის პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც,
თავდაცვის მდივნის თქმით, ის აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის პასუხს ელოდება, რათა ვაქცინები საბოლოოდ დაამტკიცოს, რაც სავარაუდოდ თვის ბოლომდე მოხდება.
„ვაქცინაცია საშუალებას მისცემს ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებს შეინარჩუნონ ჯანმრთელობა, დაიცვან თავიანთი ოჯახები და უზრუნველყონ, რომ ჩვენი ძალები მზად იყვნენ იმოქმედონ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში“ - ამბობს ბაიდენი.