შეთანხმების დოკუმენტში რეფორმების გზამკვლევია, პროცესს პოლიტიკური ნება აკლია - დეგნანი

გამოქვეყნდა:

საქართველოში ამერიკის ელჩი, კელი დეგნანი ამბობს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტში რეფორმების გზამკვლევი მოცემულია, თუმცა პროცესს მათ განსახორციელებლად პოლიტიკური ნება აკლია.

"მნიშვნელოვანი ამ სიტუაციაში არის ის, რომ 19 აპრილის შეთანხმება მიღწეულია პოლიტიკური ლიდერებისა და პარტიების მიერ, რომელიც ასახავს იმ ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს და რეფორმებს რაც ქვეყანამ უნდა გადადგას იმისთვის, რომ გააძლიეროს საკუთარი დემოკრატია, ეკონომიკა და სხვადასხვა სფეროები.

არსებობს ყველანაირი მექანიზმი, ამ შეთანხმებაში მოცემულია გზამკვლევი და ორიენტირი იმისა, როგორ უნდა განხორციელდეს რეფორმები, ერთადერთი რაც ამ პროცესს აკლია არის პოლიტიკური ნება, რომ დასრულდეს პოლარიზაცია საზოგადოებასა ქვეყანაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია", - თქვა კელი დეგნანმა. 

ცნობისთვის, 28 ივლისს "ქართული ოცნების" ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა. ამით მმართველმა გუნდმა უარი თქვა დოკუმენტში გაწერილ ვალდებულებაზე - არჩევნებში 43%-ის ვერაღების შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა "მათ კეთილ ნებაზე" იქნება დამოკიდებული. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი