ვიღებთ ვალდებულებას, ჩვენი წარმომადგენლები არჩევნებზე მაქსიმალურად იქნებიან ვაქცინირებული - მდინარაძე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, მმართველი გუნდი პასუხისმგებლობას იღებს, რომ არჩევნებისთვის ცესკოს წარმომადგენლები, ცენტრალურ, თუ საუბნო კომისიებში მაქსიმალურად ვაქცინირებული იყვნენ.

"პოლიტიკური გაერთიანება ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო, იღებს ვალდებულებას, რომ მისი წარმომადგენლები, ცენტრალურ საოლქო თუ საუბნო საარჩევნო კომისიებში, პარტიის სახელით არჩევნებში აქტიურად ჩართული ადამიანები, მაქსიმალურად იქნებიან ვაქცინირებული და განუხრელად დაიცავენ კოვიდრეგულაციებს",- თქვა მამუკა მდინარაძემ.

ამას გარდა მდინარაძის თქმით, ქვეყნის მასშტაბით, "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბები პასუხისმგებლობას იღებენ, რომ აცრის მსურველ მოქალაქეებს, ვაქცინაციაზე რეგისტრაციაში დაეხმარონ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი