ორშაბათს, 9 აგვისტოს, ლონდონში ანტივაქსერები შეცდომით იმ შენობას დაესხნენ თავს, რომელშიც BBC დაახლოებით 10 წლის წინ მაუწყებლობდა. "როგორც ჩანს, მათ არ იცოდნენ, რომ კორპორაციამ მისამართი წლების წინ შეიცვალა"- წერს საერთაშორისო მედია "The Guardian" .
გამოცების ინფორმაციით, მომიტინგეები ცდილობდნენ შეჭრილიყვნენ BBC-ს ყოფილ შენობაში, დასავლეთ ლონდონში, სადაც ახლა ძვირადღირებული ბინები, რესტორნები და ტოკ-შოუების გადასაღები სტუდიებია განთავსებული.
აქტივისტები BBC-ის პანდემიის გაშუქების სტანდარტებს აკრიტიკებდნენ და კორონავირუსის ვაქცინების პოპულარიზაციაში ადანაშაულებდნენ. დემონსტრანტები პოლიციას ფიზიკურად უპირისპირდებოდნენ და შენობაში ძალით შეჭრას ცდილობდნენ. ასობით დემონსტრანტი სტუდიის შენობის წინ სკანდირებდა - "გრცხვენოდეს".
”დარწმუნებული არ ვარ, რისი მიღწევის იმედი ჰქონდათ მომიტინგეებს, მაგრამ ყველაფერი რაც მათ იპოვეს მე, ჯეინი, ნადია და პენი ვიყავით. ქალები, რომლებიც მენოპაუზის შესახებ ვსაუბრობდით",- წერს ჩარლი უაითი ბრიტანელი ტელეწამყვანი "ტვიტერზე", რომელიც მომიტინგეების თავდასხმის დროს პირდაპირ ეთერში იმყოფებოდა.
გამოცემის ინფორმაციით, ერთ-ერთმა სამართალდამცველმა სახის არეში მსუბუქი დაზიანება მიიღო. მომხდარზე არავინ დაუკავებიათ. ჯერჯერობით BBC-ში კომენტარი არ კეთდება.