ჯარს მიატოვებ, გაიქცევი მიწაზე ფორთხიალობ, როგორც ყოფილი პრეზიდენტი იქცეოდა - ღარიბაშვილი აგვისტოს ომზე

გამოქვეყნდა:

​პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, აგვისტოს ომს კვლავ პროვოკაციას უწოდებს და ამბობს, რომ ღალატია, როცა საკუთარ მოსახლებასა და ქვეყანას "ამხელა პროვოკაციას ვერ აარიდებ".

მმართველი გუნდი წინასაარჩევნოდ კვლავ ოპონენტებზე თავდასხმას განაგრძობს, ღარიბაშვილი კი ამბობს, რომ ერთადერთი, რასაც ოპოზიცია მათ უპირისპირებს, პირადი შეურაცხყოფაა, თუმცა მისი თქმით, ოპონენტები მათ "ამაშიც ვერ აჯობებენ".

"ჩვენს ოპონენტებს არ უყვართ, როცა მათ ვახსენებ ღალატს, ჩვენი ქვეყნის და ხალხის წინაშე. სხვა არაფერია, თუ არა ღალატი, რომ ვერ დაიცვა შენი ქვეყანა, შენი ხალხი, ლაჩრულად გაიქცე თვითონ, როგორც მმართველი, ბრძოლის ველიდან და შეატოვო ჩვენი გმირი ჯარისკაცები.

ხალხი დაიღალა ამდენი გაუთავებელი, დაუსრულებელი კინკლაობით და ლანძღვით. ჩვენი ოპონენტები რას გვიპირისპირებენ - არაფერს, გარდა პირადი შეურაცხყოფებისა, ვერც ამაში გვაჯობებენ, თუ მაინც და მაინც მოინდომებენ.

აგვისტოს ომიც რა იყო, თუ არა შეცდომა. ამხელა პროვოკაციას რომ ვერ აარიდებ შენს ქვეყანას, შენ ხალხს, მერე გაიქცევი მიწაზე ფორთხიალობ, როგორც ყოფილი პრეზიდენტი იქცეოდა და მიატოვებ შენს ჯარისკაცებს, ეს არის კატასტროფა, ტრაგედიაა, ჩვენი სირცხვილია",- თქვა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილმა, რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებაში, წინა ხელისუფლება გუშინ, 9 აგვისტოს რუსთავში მერის კანდიდატის წარდგენისასაც დაადანაშაულა. ამავე თემაზე დღეს ღარიბაშვილმა მარნეულში მეროების კანდიდატის წარდგენის დროსაც ისაუბრა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი