პოლიტიკური მოძრაობა "დროას" დამფუძნებელი, ელენე ხოშტარია ამბობს, რომ საარჩევნო პერიოდში პარტია ხალხმრავალი ღონისძიებების ჩატარებაზე უარს ამბობს.
გადაწყვეტილება ხოშტარიამ კორონავირუსის ინფიცირების გაზრდილი მაჩვენებლის ფონზე მიიღო. როგორც მან აღნიშნა, პარტია მზადყოფნას გამოთქვამს, რომ ვაქცინაციის კამპანიისთვის, ნებისმიერ მოხალისეობრივ ინიციატივაში ჩაერთონ.
"ჩვენის მხრივ, დროა აცხადებს, რომ ამ საარჩევნო პერიოდში უარს ვამბობთ ხალხმრავალ ღონისძიებებზე, იმიტომ, რომ ვერც ერთი პოლიტიკური და საარჩევნო მიზანი ვერ გაამართლებს ადამიანებისთვის საფრთხის შექმნას და ასევე მზად ვართ, ჩვენი ადამიანური რესურსი ნებისმიერ ორგანიზაციას დავახმაროთ და მივიღოთ მონაწილეობა, როგორც რეგისტრაციაში, ასევე ნებისმიერ მოხალისეობრივ ინიციატივაში",-თქვა ელენე ხოშტარიამ.
"დროას" დამფუძნებელმა ასევე მმართველ გუნდს მიმართა და მოუწოდა, რომ დაუყოვნებლივ გააუქმოს კონცერტები, მასობრივი შეკრებები, ამის ნაცვლად კი გახსნას აცრის მობილური პუნქტები.