"სირცხვილია" დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე უარს ასაჩივრებს - საქმე შესაძლოა სტრასბურგში წავიდეს

გამოქვეყნდა:

მოძრაობა "სირცხვილია" პროკურატურის მიერ მათი წევრებისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე უარს ასაჩივრებს. საქმე ეხება 5 ივლისს ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების მიერ ორგანიზაციის ოფისზე თავდასხმას. 

მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ უარს ჯერ ზემდგომ პროკურორთან, შემდეგ კი საქალაქო სასამართლოში გაასაჩირვებენ. მათი თქმით, საქართველოში სამართლებრივი ბერკეტების გამოყენების იმედი არ აქვთ, ამიტომ თუ სასურველი შედეგი არ დადგა ფაქტს სტრასბურგშიც გაასაჩივრებენ. 

მოძრაობის წევრების უფლებებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა" იცავს. იურისტი ამბობს, რომ პროკურორის დასაბუთება ცინიკურია - ის განმარტავს, რომ 4 წევრს დაზარალებულის სტატუსი არ მიენიჭა, რადგან არ დასტურდება, რომ ისინი დანაშაულებრივი ქმედებების ადრესატები იყვნენ. 

5 ივლისს, "სირცხვილიას" ოფისში მოძრაობის 4 წევრი -  მარიამ დოლიძე, ზუკა ბერძენიშვილი, სალომე ბარკერი და გიგა მაქარაშვილი იმყოფებოდნენ.  ჰომოფობიური ჯგუფების წევრებმა ჯერ სადარბაზოს კარი ჩალეწეს, შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდნენ იმავე შენობაში მყოფ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას, შეცდომით ერთ-ერთი მოქალაქის ბინაში შევარდნენ, მოგვიანებით კი "სირცხვილიას" ოფისში შეჭრაც სცადეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი