როცა მე დავინიშნე პრემიერად, მთავარი გამოწვევა კანონის აღსრულება იყო - ღარიბაშვილი

გამოქვეყნდა:

ღარიბაშვილი მის დანიშვნამდე პერიოდზე ამჯერად თეთრიწყაროში საუბრობს და ამბობს, რომ მთავარი გამოწვევა მაშინ, კანონის აღსრულება იყო:

როცა მე დავინიშნე პრემიერმინისტრად, მახსოვს მაშინ, ერთ- ერთი მთავარი გამოწვევა იყო კანონის აღსრულება. ადამიანები ბჭობდნენ, აღარ მინდა ვილაპარაკო გვარებით და სახელებით, აღვასრულოთ კანონი თუ არ აღვასრულოთო. მე ვეკითხები, რა აზრი აქვს ან სახელმწიფოს, ან სამართლებრივ სახელმწიფოს, ან კანონს, ან კონსტიტუციას, ამიხსნას მაშინ ვინმემ. ამ ვითარებაში, ასეთ მოცემულობაში როცა ადამიანი, მოქალაქე უყურებს, რომ ვიღაც არის პრივილეგირებული, მასზე არ სრულდება კანონი და სხვა ყველაზე უნდა აღსრულდეს კანონი, იქ დაინგრა, აღარ არსებობს სახელმწიფო" - თქვა ღარიბაშვილმა თეთრიწყაროს მერობის კანდიდატის, გიორგი წიკლაურის წარდგენის ღონისძიებაზე.

მისი თქმით, მყისიერად აღადგინეს დარღვეული წონასწორობა და ყველას სათანადო ადგილი მიუჩინეს. ღარიბაშვილის თქმით, ქვეყანაში დასრულდა ომები და რევოლუციები:

ყველას მივუჩინეთ სათანადო ადგილიც და სიტყვაც და პასუხიც გავეცით. ასე იქნება ყოველთვის. ქვეყანაში დასრულდა რევოლუციების და ომების დრო, მეგობრებო. არც რევოლუცია და არც ომი იქნება ჩვენს ქვეყანაში - ამბობს ღარიბაშვილი. 

საკუთარ მიღწევებზე საუბარი ღარიბაშვილმა დღეს წალკიდან დაიწყო. ტრადიციულად არ დავიწყებია არც წინა ხელისუფლების ლანძღვა და ზიზღის რიტორიკა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი