"მთავარის" ინფორმაციით, სამსახურიდან ბოლო დღეებში 20-მდე პოლიციელი გაუშვეს - სია სუს-ში დაიწერა

გამოქვეყნდა:

"მთავარის" ინფორმაციით, სამსახურიდან ბოლო დღეებში 20-მდე პოლიციელი გაუშვეს. სია კი, ვინ უნდა გაეშვათ, სუს-ში დაიწერა.

ათავისუფლებენ ყველას, ვისაც არ თვლიან სანდოდ, განსაკუთრებული აქცენტი კი ყოფილ პრემიერ გახარიასთან ახლო კავშირებზე კეთდება.

გორელი პოლიციელი, რომელმაც სისტემა პირდაპირ უფროსობის კაბინეტიდან ამხილა, ამბობს, რომ ხელმძღვანელობა მისი სამსახურიდან წასვლის მოთხოვნის ერთ ერთ მიზეზად მის კერძო საქმიანობას ასახელებს - საუბარია მანქანების ჩამოყვანასა და გაყიდვაზე.

თამაზ ჯოხაძესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა შსს-მაც 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი