ალექსეი ნავალნის ახალი ბრალდება წარუდგინეს

გამოქვეყნდა:

ვლადიმერ პუტინის პოლიტიკურ ოპონენტს ალექსეი ნავალნის რუსეთის პროკურატურამ ახალი ბრალდება წარუდგინა.

როგორც რუსული მედია წერს, ოპოზიციონერს ბრალად ისეთი ორგანიზაციის შექმნა ედება, რომელიც მოქალაქეების ღირსებასა და უფლებების ხელყოფდა.

როგორც ირკვევა, საუბარია, ალექსეი ნავალნის ორგანიზაციის "კორუფციასთან ბრძოლის ფონდის" საქმიანობაზე. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მტკიცებით, ორგანიზაცია, ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე, ქვეყანაში არსებული შეზღუდვების ფონზე, კანონსაწინააღმდეგო ღონისძიებებს, ასევე არასანქცირებულ მიტინგებს აწყობდა და მოქალაქეებს მონაწილეობისკენ მოუწოდებდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი