
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გვიან ღამემდე კითხავდნენ არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო განვითარების და მონიტორინგის ცენტრის" ხელმძღვანელებს. ისინი სუს-ში მას შემდეგ დაიბარეს, რაც დაცულმა ინფორმაციამ გაჟონა. უსაფრთხოების სამსახური გატანილი დოკუმენტების კვალს ეძებეს.
უწყების წარმომადგენლებმა გიორგი ყუფარაძის, ნიკა ცხვარაძისა და ლაშა კუხიანიძის საცხოვრებელი სახლები და ავტომობილები უკვე გაჩხრიკეს.
"იყო შეკითხვები, იყო პასუხები, დეტალებში ბუნებრივია ვერ ჩავალ. ვერ გავიგე ბოლომდე მაინც რას იძიებენ, რა უნდათ, ან საერთო მე რა შუაში ვარ, ჩვენ რა შუაში ვართ. მალე არჩევნები მოდის და ამას მე ვეძახი თითის დაქნევას, რომ ალბათ წყნარად იყავით, ჭკვიანად იყავით და ბევრი არ იხმაუროთ", - თქვა ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილემ, ნიკოლოზ ცხვარაძემ.
"სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ" კანონის დარღვევის მუხლით დაწყებული გამოძიების ფაგლებში, "სამოქალაქო განვითარების და მონიტორინგის ცენტრის" ოფისიდან ამოღებულია კომპიუტერული ტექნიკა, მეხსიერების ბარათები, დისკები, დოკუმენტები და პირადი ტელეფონები.