„პროკურატურა მორალის ჩარჩოებიდან გავიდა“ - გიორგი რურუას ოჯახი საქმეში დამატებითი მტკიცებულების მოპოვების მიზნით ნიკა რურუას სისხლის გამოყენებას გმობს

გამოქვეყნდა:

გიორგი რურუას საქმეზე პროკურატურა დამატებითი მტკიცებულებების მოპოვებას პატიმრის გარდაცვლილი ძმის, ნიკა რურუას სისხლით ცდილობს. 

გიორგი რურუას ოჯახი და მეგობრები პროკურატურის გადაწყვეტილებამ შოკში ჩააგდო. ასეთი პრეცედენტი, პოლიტიკური დევნის ყველაზე მძიმე საქმეებშიც კი არ არსებობს. მათი შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი საქმის შეკერვას ცდილობს.

გიორგი რურუას ადვოკატი ამბობს, რომ საგამოძიებო უწყება ჩიხში ექსპერტიზის ბოლო დასკვნის შემდეგ შევიდა, რომელმაც  საბოლოოდ დაადასტურა, რომ მეტალის კვალი დაკავებულის ტანისამოსზე არ იყო. ამ დასკვნამ პროკურატურის ვერსია, რომ „მთავარი არხის“ წილის მფლობელს გიორგი რურუას იარაღის ჯიბეში ედო, თავდაყირა დააყენა. მას შემდეგ კი, რაც გიორგი რურუამ დე-ენ-ემ-ის ნებაყოფლობით აღებაზე უარი თქვა, პროკურატურამ შეკერილი საქმისთვის მტკიცებულებების მოგროვება უკვე ამორალური მეთოდებით დაიწყო. 

ბიძინა ივანიშვილის პროკურატურის ამორალურობით გაოცებას ვერ მალავენ გიორგი რურუას მეგობრები, რომლებიც ბოლო თვეებში, პოლიტიკური პატიმრობის არაერთი მაგალითი საკუთარი თვალით ნახეს.

საქმეები, რომელიც ხელისუფლების დაკვეთით, მტკიცებულებების გარეშე იკერება და პროკურატურა ციხის საკანში ივანიშვილის პოლიტიკურ ოპონენტებს მხოლოდ ოლიგარქის სურვილის გამო უშვებს, ოპოზიციისთვის სიახლე არ არის, თუმცა, გიორგი რურუას საქმეზე, ერთი წლის წინ გარდაცვლილი ძმის სისხლის გამოყენება დე-ენ-ემ-ის ანალიზის მისაღებად, პოლიტიკური დევნის საქმეების ისტორიაშიც უპრეცედენტოა.

გიორგი რურუას მეგობრები და ოჯახის წევრები, ივანიშვილის სამართლებრივი და მორალური ჩარჩოებიდან გასვლის მთავარ მიზეზსაც ასახლებენ. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის კატეგორიულად მიუღებელი და კრიტიკული „მთავარი არხის“ დამფინანსებლის განეიტრალება, ოლიგარქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სწორედ მას შემდეგ გახდა, რაც გიორგი რურუამ „მთავარი არხის“ წილები შეიძინა.
გიორგი რურუას საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში 9 იანვარს გაგრძელდება. სხვა პოლიტპატიმრების მსგავსად, იარაღის ჩადების ოქმის ყველა დეტალი, უკვე იციან საერთაშორისო პარტნიორებმა.

ელენე ხოშტარიამ შეერთებულ შტატებში ეს ინფორმაცია, პირადად ჩაიტანა და დარწმუნებულია, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება პოლიტიკური ოპონენტების დევნის გამო, პასუხს აგებს. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი