გამოკითხულთა 52% მთავრობის საქმიანობას ცუდად აფასებს - NDI

გამოქვეყნდა:

NDI-ს ბოლო კვლევის მიხედვით, არსებული მთავრობის მუშაობას გამოკითხულთა 52% ცუდად აფასებს, 36% კარგად, 9% ამბობს, რომ არ იცის, ხოლო 3% უარს ამბობს პასუხზე. 

კვლევის მიხედვით "ქართული ოცნების" მხარდამჭერების (18%) უმრავლესობა, 82% მთავრობის მუშაობას დადებითად აფასებს, 14% კი უარყოფითად. 

ოპოზიციის მხარდამჭერებიდან (12%) კითხვას დადებითად 19% პასუხობს, ხოლო 76% უარყოფითად. 

კვლევა 13-25 ივლისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,016 სატელეფონო ინტერვიუს გზით ჩატარდა.

გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.3 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი