დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, დიდ ქალაქებში უნივერსიტეტებთან ამცრელი სივრცეების გახსნა იგეგმება. მისი თქმით, დღეს დიდი ამცრელი ცენტრი გაიხსნა მცხეთაში.
"ხვალ იწყებს სერიოზული ამცრელი ცენტრი მუშაობას ტექნიკური უნივერსიტეტის მე-7 კორპუსში, 10 ბრიგადით არის დაკომპლექტებული ეს ცენტრი და მენეჯმენტს რესპუბლიკური საავადმყოფო აწარმოებს. ასეთივე ამცრელი ცენტრები მომავალი კვირის განმავლობაში გაჩნდება რამდენიმე დიდ უნივერსიტეტთან, საუნივერსიტეტო სივრცეებში, თბილისში დიდ უნივერსიტეტთან, ქუთაისში წერეთლის სახელობის უნივერსიტეტთან, ბათუმში ბათუმის უნივერსიტეტთან", - თქვა ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, ყველა ასეთ სივრცეში ადამიანებს შეეძლებათ ყოველგვარი წინასწარი ჩაწერის გარეშე მივიდნენ და აიცრან.
ამავე თემაზე: