აუცილებელია, ეკლესიამ ამ ბრძოლაში თავისი კუთვნილი და მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს - ზურაბიშვილი პანდემიასთან ბრძოლაზე

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრეზიდეტნმა, სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პანდემიის პერიოდში ვირუსთან ბრძოლაში ეკლესიის როლზე ისაუბრა და თქვა, რომ აუცილებელია ეკლესიამ ამ ბრძოლაში თავისი კუთვნილი როლი ითამაშოს.

"აქაც, როგორც ყველა დიდი გამოწვევის წინაში მთავარი ამოსავალი წერტილი და გამარჯვების ერთადერთი გასაღები ჩვენს ერთობაში იყო და არის კიდევაც. ამ ერთობას საქართველოს ეკლესია განასახიერებდა, მტერზე გამარჯვებას წინ უძღოდა და ერს ზურგს უმაგრებდა. დღესაც აუცილებელია, რომ ეკლესიამ ამ გადარჩენის ბრძოლაში თავისი კუთვნილი და უაღრესად მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს. ქართული ეკლესია მუდამ პიროვნული თავისუფლების არჩევანისა და პასუხისმგებლობის წინაშე იდგა და დღესაც დგას, თუმცა დღეს კურთხევის გარეშე ძნელი წარმოსადგენია მინიჭებული თავისუფლების რეალური განხორციელება, ასეთია დღეს ეკლესიის გამოწვევა და საპასუხისმგებლო არჩევანი. ეს ბრძოლა ყველამ უნდა მოვიგოთ, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა, სახელმწიფო უწყებებმა და მეთაურებმა, საზოგადოებამ და ეკლესიამ, ყველანი ვიქნებით ხვალინდელ შედეგზე პასუხისმგებელი",- თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ 11 აგვისტოს პატრიარქმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ აიცრება თუ არა პატრიარქი, ეს განმსაზღვრელი არ შეიძლება იყოს სხვათათვის".  პატრიარქის აზრით, მოსახლეობისთვის მაგალითის მიმცემი ვაქცინაციაზე ვერც სხვა სასულიერი პირების დადებითი ან უარყოფითი დამოკიდებულება ვერ იქნება.

დღევანდელი დიდგორი პანდემიასთან ომია - ეს იყო პრეზიდენტის განცხადების მთავარი ხაზი დღეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი