19 აპრილის შეთანხმების გაუქმება - დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი დავით ზალკალიანს პასუხობს

გამოქვეყნდა:

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი ვენდი მორტონი დავით ზალკალიანს პასუხობს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ტვიტერზე გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც აღნიშნა, რომ ვენდი მორტონთან საუბარში ქართული ოცნების მიერ 19 აპრილის შეთანხმების გაუქმება განიხილა.

ზალკალიანის თქმით, მან აუხსნა მორტონს, რომ მმართველმა პარტიამ ყველა პუნქტი შეასრულა, ოპოზიციამ კი შეთანხმებას ხელია არ მოაწერა.

ეს განცხადება საკუთარ გვერდზე მალევე გადააზიარა ვენდი მორტონმა, რომელმაც დააზუსტა, რომ დიდი ბრიტანეთი შეშფოთებულია ქართული ოცნების გადაწყვეტილებით, რადგან 19 აპრილის შეთანხმება პოლიტიკური კრიზისის დასრულებას ისახავდა მიზნად.

ვენდი მორტონი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოში ყველა პარტია იმუშავებს ერთად, რომ უზრუნველყოფილ იქნას მედიის თავისუფლება და გამჭირვალე არჩევნები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი