ბევრჯერ ჰქონია სახელმწიფოს მცდელობა, თავი აერიდებინათ ჩვენი მკურნალობისთვის - მაკო გომური

გამოქვეყნდა:

20 ივნისს, გავრილოვის ღამეს დაზარალებული დავით ფარადაშვილი ერთადერთი არაა ვინც სახელმწიფომ დაივიწყა. მაკო გომურს, რომელსაც სისტემამ თვალი დასთხარა, გასულ წელს უცხოეთში მკურნალობაზე უარი უთხრეს. სახელმწიფომ მისი მკურნალობა მხოლოდ ადგილობრივი და საერთაშორისო მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის შემდეგ დააფინანსა. 

"ძალიან ბევრჯერ ჰქონია სახელმწიფოს იმის მცდელობა, რომ თავი აერიდებინა ჩვენი მკურნალობისთვის. იანვრის დასაწყისში ძალიან ბევრი შრომა დაგვჭირდა, ბევრჯერ მედიაში სიარული და ყვირილი, რომ შედეგისთის მიგვეღწია და სამკურნალოდ წავსულიყავით",- იხსენებს მაკო გომური. 

სახელმწიფო პასუხისმგებლობას გაურბის და 20 ივნისს დაზარალებულთა დიდ ნაწილს სტატუსი ამ დრომდე არ აქვს. დაზარალებულების თქმით, ხელისუფლებას არ აწყობდა, რომ მათი მკურნალობა დაეფინანსებინა და ვალდებულება აეღო, რადგან ეს მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის აღიარების დასტურია.

დავით ფარადაშვილს 20 ივნისის ღამეს სპეცრაზმელის ტყვიამ თავი გაუხვრიტა. ის ერთ-ერთია იმ მომიტინგეებიდან, ვისაც პროკურატურა დაზარალებულად არ ცნობს.

დავით ფარადაშვილი სამართლებრივ ბრძოლას აპირებს და არასამთავრობოების გამოხმაურებას ელოდება. 

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი