ჯერ კიდევ გასულ წელს შევეცადეთ დავკავშირებოდით საქართველოს მთავრობას - ტიხანოვსკაიას მრჩეველი

გამოქვეყნდა:

"ჩვენ ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს შევეცადეთ დავკავშირებოდით საქართველოს მთავრობასა და ყველა პოლიტიკურ ძალას, რომლებიც წარმოდგენილნი არიან პარლამენტში", - ასეთი კომენტარი გააკეთა, ბელარუსის ოპოზიციონერი ლიდერის სვეტლანა ტიხანოვსკაიას მრჩეველმა ფრანაკ ვიაჩორკამ, საქართველოს სუს-სა და ბელარუსის კგბ-ს შორის შემდგარ შეთანხმებაზე "მთავარ არხთან" საუბრისას.

როგორც ვიაჩორკა ამბობს, ტიხანოვსკაიას საქართველოს მთავრობასთან ორმხრივი ურთიერთობა სურს:

"ჩვენ ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს შევეცადეთ დავკავშირებოდით საქართველოს მთავრობასა და ყველა პოლიტიკურ ძალას, რომლებიც წარმოდგენილნი არიან პარლამენტში, მათ შორის, კომუნიკაციის გამყარებას ვცდილობდით ქალბატონ პრეზიდენტთანაც. ჯერჯერობით მსგავსი შეხვედრა არ შემდგარა, თუმცა ჩვენ ძალიან გვსურს საქართველოსთან მეგობრული ურთიერთობის დამყარება, ორმხრივად და აღმოსავლეთპარტნიორობის ფარგლებში", - ამბობს ფრანაკ ვიაჩორკა.

მისივე თქმით, სვეტლანა ტიხანოსვკაია გამოთქვამს სურვილს, რომ შეხვდეს საქართველოს მთავრობას და განიხილოს იმ ადამიანების საკითხი, რომლებიც ბელარუსიდან გამოქცევის შემდეგ თავს საქართველოს აფარებენ.

როგორც ფრანაკ ვიაჩორკა ამბობს, "ლუკაშენკოსთან შეთანხმების დადება სამარცხვინოა". ის ამ შეთანხმების შემდეგ ასევე ხედავს ბელარუსის მოქალაქეების საქართველოდან შესაძლო ექსტრადირების საფრთხეს. 

ბელარუსის და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურების შეთანხმება, რომელსაც მხარეებმა ხელი ჯერ კიდევ 2016 წელს მოაწერეს, ამოქმედდა.

ამავე თემაზე:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი