საველე ჰოსპიტლებში კოვიდინფიცირებულებს ხვალიდან გადაიყვანენ. თბილისში ამ დროისთვის ორი საველე ჰოსპიტალია მოწყობილი, ერთი - 500 საწოლიანი ოლიმპიური სოფლის ფრენბურთის დარბაზში და მეორე -150 საწოლიანი სამგორში, ტექნიკური გადამზადების ცენტრში.
ორივეგან მხოლოდ მსუბუქ და საშუალო სიმძიმის პაციენტების მკურნალობას შეძლებენ.