ავღანეთის გადაყენებულმა ვიცე-პრეზიდენტმა, ამრულა სალეჰმა საკუთარი თავი დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა.
"სიცხადისთვის, ავღანეთის კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტის გადადგომის, გაქცევის ან გარდაცვალების შემთხვევაში პირველი ვიცე-პრეზიდენტი ხდება პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი. ამჟამად ჩემს ქვეყანაში ვიმყოფები და ვარ კანონიერი პრეზიდენტი", - წერს ის ტვიტერზე.
ავღანეთის პრეზიდენტმა ქვეყანა 15 აგვისტოს, თალიბანის ქაბულში შესვლის შემდეგ დატოვა და ტაჯიკეთში წავიდა.