
12 მომხრე, ორი წინააღმდეგ - საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით მათიკაშვილის მეუღლე უვადო მოსამართლედ აირჩიეს.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კენჭისყრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის მოსამართლის ნინო მამულაშვილის კანდიდატურას მხარი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებმა, ანა დოლიძემ და ნაზი ჯანეზაშვილმა, არ დაუჭირეს.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს შერჩევასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები ჰქონდათ და კენჭისყრის დაწყებამდე ამბობდნენ, რომ სასამართლო კლანი პოზიციების გამყარებას ცდილობს.
რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის წევრს დავით მათიკაშვილს, მან "მთავარის" ჟურნალისტის კითხვას არ უპასუხა.