ავღანეთის ყოფილი პრეზიდენტი აშრაფ ღანი არაბთა გაერთიანებულ საამიროებშია - ინფორმაციას CNN ავრცელებს. მან ქვეყანა 15 აგვისტოს, თალიბების ქაბულში შესვლის შემდეგ დატოვა.
"არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტრო და საერთაშორისო თანამეგობრობა ადასტურებს, რომ ჰუმანიტარული მიზნებიდან გამომდინარე, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა პრეზიდენტი აშრაფ ღანი და მისი ოჯახი მიიღო" - ნათქვამია CNN-ის ინფორმაციაში, რომელსაც ის საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია რომ აშრაფ ღანი ავღანეთიდან ტაჯიკეთში გაემგზავრა.