კორონავირუსის დელტა შტამი იმ ქვეყნებში ვრცელდება, სადაც ვაქცინირებულთა რიცხვი მცირეა და არ არის დაცული კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო წესები - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
მათი ინფორმაციით, ვირუსის ამ ვარიანტის შედეგად საავადმყოფოებში გადაყვანილი პაციენტების უმეტესობა აუცრელია. ამბობენ, რომ დღეს არსებული ვაქცინები მოქალაქეებს კორონავირუსის გართულებებისგან იცავს და ამცირებს სიკვდილიანობას. ეს კი დელტა შტამსაც ეხება.