"თუ "ქართული ოცნება" არ დაუბრუნდება ხელმოწერილ შეთანხმებას და არ გააუქმებს შეთანხმებას ბელარუსის რეჟიმთან, ან შევა საარჩევნო მაქინაციებში, ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა დააწესოს მიზნობრივი სადამსჯელო ზომები "ქართული ოცნების" ხელმძღვანელობისთვის", - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილი ელჩის, იან კელისა და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის, დევიდ კრამერის ერთობლივ წერილშია საუბარი.
"მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს არასდროს დაუწესებია საქართველოში ასეთი ზომები, ახლა ეს პრაქტიკულად ერთადერთი გზაა არსებული უკონტროლობის შესაჩერებლად... აშშ-ს მართებს ამის გაკეთება ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობისთვის, რომელსაც უნდა, რომ მისი ქვეყანა დარჩეს დასავლურ ვექტორზე. გარდა ამისა, თავად ვაშინგტონის ინტერესშია, დაეხმაროს რეგიონში ყველაზე პროამერიკულ ქვეყანას და დაიცვას იქ ამერიკული ინტერესები," - ნათქვამია წერილში.
იხილეთ ასევე: