ძალიან საეჭვოა, როდესაც ასეთ განცხადებას აკეთებს ნაც. მოძრაობის წარმომადგენელი, იმაში იყოს გარკვეული სიმართლე - ვოლსკი კობა ნაყოფიას საქმეზე

გამოქვეყნდა:

ძალიან საეჭვოა, როდესაც ასეთ განცხადებას აკეთებს ნაც. მოძრაობის წარმომადგენელი, იმაში იყოს გარკვეული სიმართლე, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრი გია ვოლსკი კობა ნაყოფიას საქმეზე კომენტირებისას საუბრობს. 

რასაკვირველია, დეპუტატი ასეთი ფორმით არ უნდა იქნეს გაჩხრეკილი, როგორც თვითონ ამბობს. მაგრამ ძალიან საეჭვოა, საერთოდ, როდესაც ასეთ განცხადებას აკეთებს ნაც. მოძრაობის წარმომადგენელი, იმაში იყოს გარკვეული სიმართლე. კაცი არის მილიონერი, უშველებელი ფულადი რესურსი აქვს და თავისუფლად მოძრაობს სადაც უნდა, რომელ პოლიტიკურ დევნაზეა საუბარი, - ამბობს ვოლსკი.

ცნობისთვის, 21 აგვისტოს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კობა ნაყოფიას საზღვრის დაცვის თანამშრომლები საქართველოში შემოსვლის საშუალებას 1 საათის განმავლობაში არ აძლევდნენ. დაცვის თანამშრომლებმა უკანონო ქმედებასაც მიმართეს და ოპოზიციონერ ლიდერს ბარგი გაუჩხრიკეს. 

მომხდარზე ოფიციალური განმარტება ამ დრომდე არ გაკეთებულა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი