"ყოველდღიური სიკვდილიანობა, სავარაუდოდ, 90-ს მიაღწევს" | უმძიმესი ვითარება საველე ჰოსპიტლებში

გამოქვეყნდა:

უმძიმესი დღეები ჯერ კიდევ წინაა - ეს ქვეყნის მთავარი ინფექციონისტების სიტყვებია. პროგნოზი ტრაგიკულად მძიმეა - აგვისტოს ბოლოსთვის კოვიდ პაციენტების ყოველდღიური სიკვდილიანობა სავარაუდოდ 90-ს მიაღწევს.  

და ამ ფონზე კოვიდ მიმღები ცენტრები ჩამოშლის პირზეა. მაგალითად გორის სამხედრო ჰოსპიტალი - რომლის ხელმძღვანელმაც ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური წერილით აცნობა კლინიკის კატასტროფული მდგომარეობის შესახებ. 

უმძიმესი ეპიდვითარების გამო კი ჯანდაცვის სამინისტრო იძულებული გახდა საველე ჰოსპიტლისთვის  დამატებითი სივრცე ეპოვა. ახლა ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე სისხლის ბანკის შენობა ეპიდვითარების მართვის კიდევ ერთი ცხელი წერტილია. ჰოსპიტალის გახსნიდან 2 საათში, ექიმებმა 20 პაციენტი მიიღეს. გრძელდება საწოლების მობილიზებაც. ინფიცირების დრამატული მაჩვენებლის ფონზე ახალი საველე ჰოსპიტალი 200-მდე პაციენტს მიიღებს. 

ავტორი: ზურა პეტროსიანი

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი