
ეპიდემიის გავრცელების ახალ ეპიცენტრად ბრაზილია იქცა. მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 330 ათასზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 21 ათასზე მეტი ადამიანი.
განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა სან პაოლოს შტატშია, სადაც სამედიცინო დაწესებულებებში ადგილები არ არის და პაცინეტების მიღებას ვერ ახერხებენ.
ეპიდემიის პარალელურად, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისიც გამწვავდა. მოსახლეობა პრეზიდენტს ვალდებულებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს და მის გადადგომას მოითხოვს.