ხალხის სიცოცხლე არის გადასარჩენი - "სტრატეგია აღმაშენებელი" არჩევნების გადადებას მხარს უჭერს

გამოქვეყნდა:

წარმოუდგენელია იმ პოლიტიკოსების განცხადებები, რომლებიც ამბობენ, რომ ნომერ პირველი ამოცანა არის არჩევნები და არა ადამიანის სიცოცხლე - აცხადებს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე და ამბობს, რომ მიზანშეწონილია დაიწყოს მსჯელობა, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების გადადებაზე.

"ჩვენ მზად ვართ და აქტიურად ვემზადებით არჩევნებისთვის, მაგრამ არჩევნების 2-3 კვირით გადადება, ან ამაზე მსჯელობა, არ არის იმის საპირწონე, რომ ადამიანების სიცოცხლე შევწიროთ და ჯიუტად ვამტკიცოთ და ვაჩვენოთ ხალხს -აი, რა მაგრები ვართ და ხელი გავიშვიროთ სხვისკენ. მეგობრებო ხალხის სიცოცხლე არის გადასარჩენი",- ამბობს გიორგი ვაშაძე.

ცნობისთვის, ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი ეპიდვითარების გამო. არჩევნების გადადებისკენ პრემიერმინისტრს მოუწოდა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, რაზეც ირაკლი ღარიბაშვილისგან მიიღო პასუხი, რომ არჩევნების გადადება „ნაციონალების“ შემუშავებული გეგმაა, ჩვენ ამ პროვოკაციაზე არ წავყვებით"

იხილეთ ასევე:

სახალხო დამცველი არჩევნების გადადებას ითხოვს | საპასუხოდ, ხელისუფლება თავს ომბუდსმენს ესხმის 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი