პანკისში, ტერორიზმის საქმეზე დაკავებულ ხუთივე პირს პატიმრობა შეეფარდა

გამოქვეყნდა:

ტერორიზმის საქმეზე დაკავებულ ხუთივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ მიიღო. 

პროკურატურა ბრალდებულებისთვის პატიმრობას ითხოვდა, დაცვის მხარე კი - 3 000 ლარიან გირაოს შუამდგომლობას აყენებდა. 

შეგახსენებთ, რომ 24 აგვისტოს დაკავებულ 4 პირს გამოძიება ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირს, მეხუთეს კი ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებასა და მის ხელშეწყობას ედავება.

ბრალდებულები ბრალს არ აღიარებენ. პარალელურად, სუს-მა ოპერატიული მასალა გაავრცელა და ამტკიცებს, რომ დაკავებულები საქართველოს დატოვებას და სირიაში საბრძოლველად წასვლას გეგმავდნენ. ერთგულების ფიციც დადეს და სატელეფონო საუბრებში შენობის აფეთქების დეტალებს განიხილავდნენ. სად აპირებდნენ ტერაქტის მოწყობას - გაურკვეველია.

სპეცოპერაცია პანკისში, სოფელ დუისსა და ქორეთში 24 აგვისტოს ერთდროულად ჩატარდა. 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი