ნაძალადევის მაჟორიტარობის საერთო ოპოზიციური კანდიდატს, "გირჩი მეტი თავისუფლების" წევრს, ბადრი გრიგალაშვილს, შინაგან საქმეთა სამინისტრო ორ მუხლს - კანაფის კულტივაციისა და პროპაგანდისთვის ედავება.
საქმე ეხება 13 ივლისს, გიორგი სლოევის საქმესთან დაკავშირებით, გრიგალაშვილის პერფორმანსს სასამართლოსთან, როდესაც მან ძალადობრივი ნარკოპოლიტიკის გასაპროტესტებლად სიმბოლურად, 2 ძირი კანაფი დარგო
"დღეს დილიდან ჩემს საარჩევნო კამპანიაში ოფიციალურად შსს ჩაერთო.
13 ივლისს გიორგი სლოევის მხარდასაჭერად და ველური ნარკოპოლიტიკის გასაპროტესტებლად სასამართლოს ეზოში ორი ძირი კანაფი დავაკულტივირე, რომლის საფუძველზეც დღეს შსს-მ სასამართლოს მიმართა.
ჯერ-ჯერობით მედავებიან ორი მუხლით:
კანაფის კულტივაცია და პროპაგანდა. როგორც მითხრეს უახლოეს დღეებში იქნება პროცესი და "გამასამართლებენ".
ნაძალადევის საერთო ოპოზიციური კანდიდატის საარჩევნო შტაბი შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgiaს მადლობას უხდის ჩვენი იდეების წინა პლანზე წამოწევისთვის და ვიმედოვნებთ, რომ უკან არ დაიხევთ" წერს ბადრი გრიგალაშვილი ფეისბუქზე