არჩევნებს 350 მოკლევადიანი საერთაშორისო დამკვირვებელი დააკვირდება. ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის წარმომადგენლებმა საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სადამკვირვებლო მისიის გახსნასთან დაკავშირებით ისაუბნრეს.
ეუთო/ოდირი-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, ალბერტ ჯონსონის განცხადებით, მათი მთავარი მისიაა, დააკვირდნენ არჩევნებსა და სახელმწიფო ინსტიტუტებს, რომ სათანადოდ იყოს დაცული საარჩევნო გარემო.