"ეს საქმე შსს-ს წინასაარჩევნოდ გაახსენდა" - "გირჩი მეტი თავისუფლების" მაჟორიტარობის კანდიდატი ზეწოლაზე საუბრობს

გამოქვეყნდა:

ზეწოლა და წინასაარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლა ქართული ოცნების მხრიდან - გირჩი მეტი თავისუფლების წარმომადგენელი და ნაძალადევის რაიონში ოპოზიციის საერთო მაჟორიტარობის კანდიდატი ხელისუფლებას მის წინააღმდეგ განხორციელებულ რეპრესიებში ადამიანი ადანაშაულებს და ამბობს, რომ ქართული ოცნება მას უსამართლოდ ებრძვის.

საქმე ის არის, რომ შსს-მ სასამართლოს მიმართა ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატის, ბადრი გრიგალაშვილის მიერ ნარკოპოლიტიკის გასაპროტესტებლად ორი ძირი კანაფის კულტივაციის საქმეზე.

გრიგალაშვილმა სასამართლოს ეზოში ორი ძირი კანაფი 13 ივნისს, გიორგი სლოევის მხარდასაჭერად დარგო, რომელიც მარიხუანას კულტივირების ბრალდებით არის დაკავებული. გრიგალაშვილის განცხადებით რამდენიმე თვის წინ მომხდარი ამბის გამოძიება პროკურატურამ ახლა მხოლოდ იმიტომ დაიწყო, რომ მას წინასაარჩევნო კამპანიაში ხელი შეუშალონ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი