კორონავირუსი ბიოლოგიური იარაღად გამოყენების მიზნით არ არის შექმნილი, თუმცა ჩინური მხარის დახმარების გარეშე მისი წარმომავლობის სრულად შესწავლა შეუძლებელია - ამის შესახებ ვაშინგტონ პოსტი ამერიკის დაზვერვის ახალ ანგარიშზე დაყრდნობით წერს.
როგორც ანგარიშიდან ირკვევა, მეცნიერები კორონავირუსის წარმოშობის 2 მთავარ მოსაზრებას განიხილავენ - ესენია ცხოველიდან ადამიანზე გავრცელება და უჰანის ლაბორატორიიდან გაჟონვა.
ანგარიშში საუბარია იმაზეც, რომ ჩინური მხარე საერთაშორისო გამოძიებას ისევ ხელს უშლის.