ვაშლიჯვრის მონაკვეთზე, მაჭავარიანის ქუჩაზე, რომელიც კახი კალაძემ ორი დღის წინ გახსნა, მეწყრული პროცესები შეჩერებული არ არის - განცხადებას ლეიბორისტული პარტიის წევრი და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, ლაშა ჩხარტიშვილი აკეთებს.
ის გზის გახსნას წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირებს და ითხოვს ჩატარებული კვლევების გამოქვეყნებას, რის საფუძველზეც მერიამ გზის გახსნის გადაწყვეტილება მიიღო.
ჩხარტიშვილის თქმით დამეყრილი ფერდობი საფრთხეს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას.
6 თვიანი აკრძალვის შემდეგ, მაჭავარიანის ქუჩაზე, მოძრაობა 26 აგვისტოს აღდგა. თუმცა, სპეციალისტები ისევ საფრთხეებზე საუბრობენ და ისინიც გეოლოგიური დასკვნების გასაჯაროებას მოითხოვენ